„საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №254 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
201
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-26
სარეგისტრაციო კოდი
110060010.22.027.016026
„საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №254 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 201

2010 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №254  ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №254 ბრძანებით (სსმ III, 2008წ., №161, მუხ. 1627) დამტკიცებული დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა – ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, საჩხერისა და ამბროლაურის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 26 ოქტომბრიდან.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია