„საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
904
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-12-04
გამოქვეყნების თარიღი
2009-12-10
სარეგისტრაციო კოდი
480.430.000.08.002.
„საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №904

2009 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს ქუვეითის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის განხორციელების შესახებ.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია