საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №903
2010 წლის 25 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის , თანამდებობაზე დანიშვნის , თანამდებობიდან გათავისუფლების , შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის , სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილებ ებ ის შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე –20 მუხლის მე -4 პუნქტის , 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე -11 პუნქტის „ნ ” ქვეპუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ :
მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის , თანამდებობაზე დანიშვნის , თანამდებობიდან გათავისუფლების , შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის , სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ ., №38, მუხ . 399) დამტკიცებულ ი ნუსხის :
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,რ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი - გამომძიებელი; მთავარი ექსპერტი.“ .
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ქ) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი; უფროსი ოპერატიული თანამშრომელი - გამომძიებელი; უბნის უფროსი ინსპექტორი; მთავარი სპეციალისტი; უფროსი მოიერიშე; უფროსი ექსპერტი. “.
3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ღ) ინსპექტორი; ინსპექტორი-გამომძიებელი; ოპერატიული თანამშრომელი; ოპერატიული თანამშრომელი- გამომძიებელი; უბნის ინსპექტორი; წამყვანი სპეციალისტი; მოიერიშე; ექსპერტი. “.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ი. მერაბიშვილი