საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №918
2009 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
ა. ცინცაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ცინცაძეს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ვეტერინარიისა და ცხოველთა ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი