"საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3712-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-10-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-25
სარეგისტრაციო კოდი
110030060.05.001.016034
"საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №5-6, 24.04.96, გვ. 66) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია კონსტიტუციური სარჩელის ან/და კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ან გადაწყვეტის დროს განიხილოს და გადაწყვიტოს სხვა კონსტიტუციური სარჩელის ან/და კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია კონსტიტუციური სარჩელის ან/და კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განხილვის დასრულებისა და სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ უფლებამოსილია არსებითად განიხილოს და გადაწყვიტოს სხვა კონსტიტუციური სარჩელი ან/და კონსტიტუციური წარდგინება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი               მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 ოქტომბერი.

№3712–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია