"ლტოლვილთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3715-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-10-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-25
სარეგისტრაციო კოდი
010170000.05.001.016036
"ლტოლვილთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

           მუხლი 1

„ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 39) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი, რომელიც ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ მიზეზთა გამო შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, ვალდებულია ლტოლვილად ცნობის თაობაზე პირადად მიმართოს განცხადებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).“.

           მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 ოქტომბერი.

№3715–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია