„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 ოქტომბრის №489 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
835
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-11-20
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-24
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 ოქტომბრის №489 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №835

2009 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 ოქტომბრის №489 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 ოქტომბრის №489 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №148, მუხ. 1469) და ბრძანებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული სსიპ – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების ვადა გაგრძელდეს 2009 წლის 1 დეკემბრამდე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია