,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში დამატების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
192
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-11-01
გამოქვეყნების თარიღი
2005-11-02
სარეგისტრაციო კოდი
190.020.000.10.003.000.326
,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში დამატების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №192

2005 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ,,ბიუჯეტების შემოსუ­ლობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” (სსმ III, 2005 წ., №29, მუხლი 275) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-11 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,11. საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე გადასახადის გადამხდელისათვის ზედმეტად გადახ­დილი გადასახადის თანხის დაბრუნების ვადების დაც­ვის უზრუნველსაყოფად, იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტის შემოსუ­ლო­ბების ერთიანი ანგარიშის გადასახადის დაბრუ­ნების სარეზერვო ქვეანგარიშებზე არსებული ნაშთი არასაკმარისია საგადასახადო ან საბაჟო ორგანოს მიერ ხაზინაში წარ­მოდგენილი მოთხოვნების აღსასრულებლად, გადაუდებელი აუცილებლობისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდი­ვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძ­ველზე სახაზინო სამსახური უფლებამოსილია განახორციე­ლოს ქვეანგარიშებზე რიცხული ნაშთების ურთიერთგადა­ნა­წილება.”.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                   ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია