"ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-19
გამოქვეყნების თარიღი
2010-11-03
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.162.016009
"ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2010 წლის 19 ოქტომბერი

ქ. ახმეტა

„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №11 დადგენილებაში (სსმ V, №19, 01.09.2010 წ., მუხ.500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-9 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,ა.ა) საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილებას“ და ,,ა.დ) ადგილობრივი არქივის განყოფილებას“.

2. მე-9 მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური“.

 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე     ა. მაილაშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია