საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
801
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-10-22
გამოქვეყნების თარიღი
2019-03-29
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.033.016027
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №801

2010 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

   „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №168 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 7 ივნის ის ბრძანება № 197 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 14 .06.2016წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 06.04.2017წ.

 

    მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება თანდართული რედაქციით.

      მუხლი 2

ამ ბრძანებით დამტკიცებული „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებით” გათვალისწინებული ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება დაიწყოს 2012 წლის 1 იანვრიდან.

     მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი


 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პირველადი სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სისტემაში შემავალ „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, ემორჩილება მხოლოდ კანონს და ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს წინამდებარე დებულებით , „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის  №168 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებით , „ სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ “ საქართველოს კანონითა და სხვა მოქმედი კანონმდებლობით . იცავს საქართველოს კონსტიტუციით , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის , კეთილსინდისიერების , ობიექტურობის , პროფესიონალიზმის , კონფიდენციალურობის , კანონიერების , გამჭვირვალობის , საჯაროობის და სამართლიანობის პრინციპებით .

3. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს აღნიშნული კანონით გათვალისწინებულ ჰარმონიზაციის ცენტრთან (შემდგომში – ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად.  

4. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.

5. დეპარტამენტი მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

6. დეპარტამენტი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. მოთხოვნის შემთხვევაში, აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011  წლის 4 იანვრის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.01.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 2 წლის 7 ივნის ის ბრძანება № 197 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 14.06.2016წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 06.04.2017წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანება №218 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.

 

  მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი მიზნები და ამოცანები

დეპარტამენტის ძირითდი მიზნები და ამოცანებია:

ა) დამოუკიდებელი და ობიექტური საქმიანობა, რომლის შედეგადაც განსაზღვრავს და აანალიზებს სამინისტროში არსებული პოლიტიკის და პროცედურების შესრულებას, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვას, რესურსების ეფექტურად    და ეკონომიურად გამოყენებას, ამოცანების ეფექტურ შესრულებას და შედეგად სამინისტროს დასახული მიზნების მიღწევას;

ბ) მინისტრის უზრუნველყოფა სამინისტროს სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან  შესაბამისობის შესახებ არსებული ინფორმაციით;

გ)  დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, კანონშესაბამისი რეაგირება და ასეთი გადაცდომების პრევენცია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 2 წლის 7 ივნისი ს ბრძანება № 197 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 14.06.2016წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.

 

თავი II

დეპარტამენტის ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები

დეპარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს:

ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:

ა.ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ა.ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ა.გ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;

ა.დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ა.ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

ა.ვ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ა.ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. 

ბ)  დისციპლინური გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და მისი აღმოჩენის მიზნით განხორციელებული შემდეგი ღონისძიებები: 

ბ.ა) სამინისტროს  სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; 

ბ.ბ) სამინისტროს სისტემაში თანამშრომელთა მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტებზე დისციპლინური წარმოების ჩატარება, დასკვნის შედგენა, მისი ხელმძღვანელობისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირისთვის (მისი არსებობის შემთხვევაში) წარდგენა; 

ბ.გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, მისი შედეგების და შემოწმების ობიექტთან შეთანხმებული რეკომენდაციების  მინისტრისათვის წარდგენა; 

ბ.დ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების კონტროლი; 

ბ.ე) სამსახურებრივი შემოწმების ან დისციპლინური წარმოების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნა; 

ბ.ვ) დეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივნისის ბრძანება №331 - ვებგვერდი, 10.06.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 2 წლის 7 ივნის ის ბრძანება № 197 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 14.06.2016წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.

 

მუხლი 4. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობები

1. დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სისტემაში განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;

ბ) სამინისტროს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მიიღოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება. აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;

გ) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი;

დ) განახორციელოს სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური წარმოების შედეგად გამოავლინოს სამინისტროს თანამშრომელთა მიერ დისციპლინური გადაცდომის, სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების შელახვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ფაქტები. განიხილოს და შეისწავლოს შემოსული წერილები, შეტყობინებები, განცხადებები და სხვა სახის ინფორმაცია და საქართველოს

ე)  სამინისტროს ცენტრალურ აპარატში განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების ან დისციპლინური წარმოების შედეგად შედგენილი დასკვნა წარუდგინოს მინისტრს და დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო სამინისტროს სისტემაში განხორციელებული სამსახურებრივი შემოწმების ან დისციპლინური წარმოების შედეგად შედგენილი დასკვნა წარუდგინოს მინისტრს ან ნომენკლატურული დაქვემდებარების გათვალისწინებით, შესაბამის ორგანიზაციის ხელმძღვანელს და დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს (მისი არსებობის შემთხვევაში). სამსახურებრივი შემოწმების ან დისციპლინური წარმოების შედეგად შედგენილ დასკვნაში ასახოს რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვავში) მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენციის ან პროცესის გაუმჯობესების მიზნით.

2. დეპარტამენტი ვალდებულია:

ა) დაიცვას  წინამდებარე  დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები,შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;

ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;

გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება და არგუმენტირებული პასუხი ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში;

დ) საბოლოო შიდა აუდიტორული ანგარიში და გაცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმა გაუგზავნოს მინისტრს;

ე) შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარუდგინოს მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე;

ვ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მასალები გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოს მინისტრთან შეთანხმებით;

ზ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;

თ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ი) სამსახურებრივი შემოწმების შედეგად შედგენილი დასკვნა რეაგირებისათვის გადაუგზავნოს მინისტრს ან/და შემოწმებული ობიექტის ხელმძღვანელს, ხოლო დისციპლინური წარმოების შედეგად შედგენილი დასკვნა რეაგირებისთვის გადაუგზავნოს მინისტრს ან/და ნომენკლატურული დაქვემდებარების გათვალისწინებით, შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და გასაცნობად დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს (მისი არსებობის შემთხვევაში).

3. დეპარტამენტის მოხელეთა მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია გამოცხადდეს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს სათანადო განმარტება ან წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია, უზრუნველყოს არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა და დახმარება გაუწიოს დეპარტამენტის მოხელეებს  სხვა ქმედების განხორცილების მიზნით.

4. (ამოღებულია - 30.06.2017, №218).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 1 წლის 4 იანვრის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.01.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 2 წლის 7 ივნის ის ბრძანება № 1 97 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 14.06.2016წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017  წლის 30 ივნისის ბრძანება №218 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.

 

    მუხლი 41.  სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების ვადა

სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების ვადა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. მინისტრმა ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს ერთხელ, არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011  წლის 4 იანვრის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.01.2011წ.

ს აქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 14.06.2016წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.

 

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სხვა საჯარო მოხელეები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017  წლის 30 ივნისის ბრძანება №218 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.

    მუხლი 5. დეპარტამენტის უფროსი

1.  დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი).

2. დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.  

3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს  დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

დ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;

ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე სხვა პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა (სტრუქტურული ქვედანაყოფების) და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო  საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს;

ვ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;

ზ) სულ მცირე წელიწადში 2-ჯერ აცნობებს მინისტრს დამტკიცებული შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

თ) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;

ი) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;

კ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე სამინისტროს ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;

ლ) (ამოღებულია - 10.06.2016; №115); 

მ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შ ემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;

ნ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს;

ო) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული ეკომენდაციების შესრულებაზე;

პ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას;

ჟ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

რ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოხელეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ს) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და    ამოცანების შესასრულებლად;

ტ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

უ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების,  მინისტრის მითითებების დაცვას, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს;

ფ) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ქ) ასრულებს მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;

ღ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 1 წლის 4 იანვრის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.01.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 2 წლის 7 ივნის ის ბრძანება № 197 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 14.06.2016წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017  წლის 30 ივნისის ბრძანება №218 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.

 

მუხლი 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1.  დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (შემდეგში – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე). დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა - კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ)  ზედამხედველობს მის საკურატორო მეორადი სტრუქტურული ერთეულის (შემდგომში – სამმართველო) საქმიანობას და მასში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან მინისტრის კანონშესაბამის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017  წლის 30 ივნისის ბრძანება №218 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.

 

მუხლი 7. სამმართველოს უფროსი

1.  მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (შემდგომში – სამმართველოს უფროსი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.

3. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ)  ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს საჯარო მოხელეებს შორის ;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

დ)  ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

ე) დეპარტამენტის უფროსს კურატორ დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

ვ) დეპარტამენტის უფროსს, კურატორ დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს სამმართველოს მიერ შედგენილ დასკვნას ან/და შემუშავებულ რეკომენდაციას;

ზ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ი) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017  წლის 30 ივნისის ბრძანება №218 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.

 

მუხლი 8.   სამმართველოების საჯარო მოხელეები

 1. სამმართველოების საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

  2. სამმართველოს საჯარო მოხელე ვალდებულია დაიცვას წინამდებარე დებულება, ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული პრაქტიკული სახელმძღვანელოები და მითითებები, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები, ასევე შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები.

  3. სამმართველოს საჯარო მოხელეები ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, სამმართველოს უფროსის და მინისტრის სხვა კანონშესაბამის მითითებებს და დავალებებს.  

      საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 1 წლის 4 იანვრის ბრძანება № 3 - ვებგვერდი, 06.01.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 23 აპრილის ბრძანება №110 - ვებგვერდი, 23.04.2015წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 06.04.2017წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017  წლის 30 ივნისის ბრძანება №218 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.

 

    მუხლი 9. უფლებამონაცვლეობა

1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (მოადგილეების) არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებას ასრულებს შესაბამისი სამმართველოს უფროსი.

 

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურა და სამმართველოების კომპეტენცია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017  წლის 30 ივნისის ბრძანება №218 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.

    მუხლი 10. დეპარტამენტის სტრუქტურა და შემადგენლობა

     დეპარტამენტის სტრუქტურაში შედიან შემდეგი სამმართველოები:

     ა) ინსპექტირების სამმართველო;

     ბ) მარწმუნებელი მომსახურების სამმართველო.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის ბრძანება №278 - ვებგვერდი, 10.05.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივნისის ბრძანება №331 - ვებგვერდი, 10.06.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 23 აპრილის ბრძანება №110 - ვებგვერდი, 23.04.2015წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 2 წლის 7 ივნის ის ბრძანება № 197 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017  წლის 30 ივნისის ბრძანება №218 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.

 

    მუხლი 11. ინსპექტირების სამმართველო.

ინსპექტირების სამმართველოს ფუნქციებია:

ა)  სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების (მხოლოდ სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომის საკითხებთან დაკავშირებით) შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

ბ)  სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ან დისციპლინური წარმოების ჩატარება, შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

დ) სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

დ1) კომპეტენციის ფარგლებში, „ცხელი ხაზით“ და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;

ე) (ამოღებულია - 10.06.2016; №115);  

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივნისის ბრძანება №331 - ვებგვერდი, 10.06.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 14.06.2016წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.

 

მუხლი 111 . ინსპექტირების სამმართველოს უფლება-მოვალეობები

1. დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას ინსპექტირების ს ამმართველო უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს ფინანსთა სამინიტროს სისტემაში სამსახურებრივი შემოწმება ან/და დისციპლინური წარმოება მიღებული განცხადების, საჩივრის, შეტყობინებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის ინფორმაციის საფუძველზე;

ბ) მოთხოვნისთანავე მიიღოს სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისგან სამსახურებრივი შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტაცია ან ინფორმაცია;

გ)  განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელი და მიიღოს მისგან ახსნა-განმარტება;

დ) ნებაყოფლობის საფუძველზე ახსნა-განმარტება ჩამოართვას, ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირისაგან, რომელიც არ არის სამინისტროს სისტემის თანამშრომელი;

ე)  კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზა;

ვ) სამსახურებრივი შემოწმებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ან სპეციალისტის/ექსპერტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;

ზ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან;

თ) დისციპლინური წარმოების შედეგების საფუძველზე მინისტრს, ან ნომენკლატურული დაქვემდებარების გათვალისწინებით, შესაბამის ორგანიზაციის ხელმძღვანელებს წარუდგინოს რეკომენდაცია გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;

ი) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით შეისწავლოს და გააანალიზოს მის მიერ შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალები და მინისტრს ან/და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს წარუდგინოს სათანადო რეკომენდაციები;

კ) წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების ან/და დისციპლინური წარმოების შედეგად სამინისტროს სისტემის თანამშრომლის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მოპოვებული მასალები, მინისტრთან შეთანხმებით, გადაუგზავნოს   შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

2. დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას ინსპექტირების სამმართველო ვ ალდებულია:

ა) წინასწარ განუმარტოს პირს მისი უფლება უარი თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე;

ბ) სამსახურებრივი შემოწმება და დისციპლინური წარმოება ჩაატაროს დადგენილ ვადებში და წესით;

გ) აწარმოოს სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის შემთხვევების აღრიცხვა;

დ) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა სამინისტროს სის ტემაში კანონიერების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი ქმედებების აღმოფხვრისაკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებაში;

ე) წელიწადში ერთხელ წარუდგინოს მინისტრს ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ;

ვ) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 2 წლის 7 ივნის ის ბრძანება № 197 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.

 

მუხლი 112. სამსახურებრივი შემოწმების მიზანი

სამსახურებრივი შემოწმების მიზანია სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენცია, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზების, მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და მიმდინარე პროცესების გაუმჯობესება. არსებული პრობლემების გადასაწყვეტად ან/და პროცესში არსებული რისკების შესამცირებლად შესაფერისი რეკომენდაციების გაცემა ან/და შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება, შემდგომში დისციპლინური წარმოების დაწყების მიზნით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012  წლის 7 ივნის ის ბრძანება № 197 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017  წლის 30 ივნისის ბრძანება №218 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.

 

   მუხლი 113. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წესი

1. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სისტემის თანამშრომლების ( რომელთა იდენტიფიცირება სამსახურებრივი შემოწმების დაწყების ეტაპზე შეუძლებელია ) მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ , მათ შორის , მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები , სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები , მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია , „ ცხელი ხაზით “ შემოსული შეტყობინებები და სხვა .

2. სამსახურებრივი შემოწმება ტარდება მინისტრის წერილობითი ბრძანების საფუძველზე .

3.   მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს ფინანსთა სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის / სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შესამოწმებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის / სტრუქტურული ერთეულის სახელწოდება , შემოწმების საგანი , შესამოწმებელი პერიოდი , შემოწმების ვადა და საფუძველი , ასევე შემოწმების ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა .

4. შემოწმების შედეგებზე შემოწმების ჯგუფი ადგენს დასკვნას , რომელშიც აისახება ინფორმაცია მოპოვებული მასალებისა და აღმოჩენილი დარღვევების ( ასეთის არსებობის შემთხვევაში ) შესახებ , შემოწმების დროს დაფიქსირებული ფაქტების ანალიზი , არსებულ ან / და მოსალოდნელ დარღვევა - ნაკლოვანებათა გამომწვევი მიზეზები და ხელშემწყობი პირობები , კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები ნაკლოვანებათა აღმოფხვრის , არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შემოწმების შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ .

5. შემოწმების დასკვნას ხელს აწერს ინსპექტირების სამმართველოს უფროსი და შემოწმების ჯგუფის ყველა წევრი .

6.   დასკვნა გაცნობისათვის და შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება მინისტრს , ასევე შემოწმებული პირველადი სტრუქტურული ერთეულის ( დეპარტამენტი / სამსახური / სამმართველო )/ სამმართველოს ხელმძღვანელს ან / და სხვა უფლებამოსილ პირს .

7. სამინისტროს ცენტრალური აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ( დეპარტამენტი / სამსახური / სამმართველო )/ სამმართველოს და სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეულების / მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან მათ დაქვემდებარებაში მყოფი ან სხვა ნებისმიერი თანამშრომლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია / საჩივარი დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინსპექტირების სამმართველოს .

8. ინსპექტირების სამმართველოსთვის ამ მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობა , თუ ეს ინფორმაცია ამ მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის გარემოებებიდან გამომდინარე , იწვევს სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულების ( დეპარტამენტი / სამსახური / სამმართველო ), სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებას .

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.

მუხლი 114. დისციპლინური წარმოების მიზანი

დისციპლინური წარმოების მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა .

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.

მუხლი 115. დისციპლინური წარმოების დაწყება

1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებია :

ა ) მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადება დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე ;

ბ ) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა ;

გ ) საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამსახურებრივი შემოწმების , მათ შორის აუდიტის , ინსპექტირების ან / და მონიტორინგის შედეგები .

დ ) ცნობები სამინისტროს სისტემის თანამშრომლის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ , მათ შორის ,  მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები , სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები , მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაციები და „ ცხელი ხაზით “ შემოსული შეტყობინებები .

2. დისციპლინური წარმოება ხორციელდება „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის X თავით განსაზღვრული პრინციპებისა და მოთხოვნების დაცვით .

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის ბრძანება №91 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.

  მუხლი 12. მარწმუნებელი მომსახურების სამმართველო

  მარწმუნებელი მომსახურების სამმართველოს ფუნქციებია:

 ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, ან საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება;

 ბ) სამინისტროს სისტემაში განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, სამინისტროს ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით;

 გ) სამინისტროს სისტემის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

  დ) შიდა აუდიტის ობიექტთან შეთანხმებულ რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგი;

  ე) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის  შეფასება;

  ვ) სამინისტროს სისტემაში ფინანსური მართვის და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

  ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

  თ) განხორციელებული აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა;

  ი) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივნისის ბრძანება №331 - ვებგვერდი, 10.06.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 2 წლის 7 ივნის ის ბრძანება № 97 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 23 აპრილის ბრძანება №110 - ვებგვერდი, 23.04.2015წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 14.06.2016წ.

 

    მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივნისის ბრძანება №331 - ვებგვერდი, 10.06.2011წ.

    მუხლი 131. (ამოღებულია)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის ბრძანება №278 - ვებგვერდი, 10.05.2011წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 201 2 წლის 7 ივნის ის ბრძანება № 1 97 - ვებგვერდი, 1 3 .06.201 2 წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 23 აპრილის ბრძანება №110 - ვებგვერდი, 23.04.2015წ.

 

    მუხლი 14. საქმისწარმოების ორგანიზება და აღრიცხვიანობა

   დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა მიერ ჩატარებული შიდა აუდიტის, სამსახურებრივი შემოწმების და სხვა საკითხების ამსახველი საქმის მასალები ინახება დეპარტამენტში და მათი გამოთხოვის წესი განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის ბრძანება №111 - ვებგვერდი, 06.04.2017წ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017  წლის 30 ივნისის ბრძანება №218 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.

თავი V

დეპარტამენტის საქმიანობის სხვა საკითხები

    მუხლი 15. აცილების საფუძვლები

  1. დეპარტამენტის საჯარო მოხელე არ მონაწილეობს შიდა აუდიტის ან სამსახურებრივი შემოწმების განხორციელების პროცესში, თუ აუდიტს ან სამსახურებრივ შემოწმებას დაქვემდებარებული პირი არის მასთან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ახლონათესაურ დამოკიდებულებაში ან არსებობს სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს დეპარტამენტის საჯარო მოხელის შემოწმების შედეგებით შესაძლო სუბიექტური დაინტერესების შესახებ.

   2. დეპარტამენტის საჯარო მოხელის შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის აცილების საკითხს – მინისტრი.

     საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017  წლის 30 ივნისის ბრძანება №218 - ვებგვერდი, 03.07.2017წ.

კრებსითი — სრული ვერსია