,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუმინეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის ნავთობის, გაზისა და ენერგოშემცველების ტრანსპორტირების მარშრუტების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
754
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-10-27
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-27
სარეგისტრაციო კოდი
480.270.000.08.
,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუმინეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის ნავთობის, გაზისა და ენერგოშემცველების ტრანსპორტირების მარშრუტების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №754

2009 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუმინეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის ნავთობის, გაზისა და ენერგოშემცველების ტრანსპორტირების მარშრუტების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუმინეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის 2009 წლის 7 ოქტომბერს ხელმოწერილი ოქმის ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუმინეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის ნავთობის, გაზისა და ენერგოშემცველების ტრანსპორტირების მარშრუტების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ოქმი.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუმინეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმის დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს რუმინეთის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია