„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №359 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
752
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-10-27
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-27
სარეგისტრაციო კოდი
010.220.030.08.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №359 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №752

2009 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №359 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №359 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №82, მუხ. 1075) დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

,,41. კომისია სასარგებლო წიაღისეულის მარაგებს ამტკიცებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენიდან 3 თვეში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია