,,სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ იუნესკოს საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
747
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-10-23
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-23
სარეგისტრაციო კოდი
460.080.000.08.
,,სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ იუნესკოს საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №747

2009 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ იუნესკოს საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე

1. საქართველო შეუერთდეს ქ. პარიზში 2005 წლის 19 ოქტომბრის იუნესკოს საერთაშორისო კონვენციას ,,სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“. 

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციასთან შეერთების შესახებ;

ბ) შეატყობინოს იუნესკოს გენერალურ დირექტორს (დეპოზიტარს) ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციასთან შეერთებისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია