საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №724
2009 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
რ. კემულარიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს რუსუდან კემულარიას უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება ,,საქართველოს მთავრობასა და პანამის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი