საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №723
2009 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
რ. კემულარიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს რუსუდან კემულარიას უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება ,,საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი