"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
852
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-10-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-22
სარეგისტრაციო კოდი
120010000.08.002.016036
"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №852

2010 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების (სსმ III ნაწ., 2004 წ., №38, მუხ. 308) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა.ა) „პ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, გარდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულებისა;”;

ა.ბ) „უ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) ამტკიცებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ჯარის სახეობის დებულებებს, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს დებულებას;”;

ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ვ1” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია