„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
676
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-19
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.08.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №676

2009 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №54, მუხ. 457) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ა) საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების სვლაგეზების დაცვის განყოფილების მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია