"საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №359 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
841
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-10-20
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-25
სარეგისტრაციო კოდი
010220030.08.002.016035
"საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №359 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №841

2010 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №359 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №359 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №82, მუხ.1075) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა (დანართი №1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა

ვლადიმერ გეგელაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

კახაბერ გველებიანი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ივანე შველიძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის გეოლოგიური ინფორმაციისა და აღრიცხვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ვაჟა გელეიშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის მყარი წიაღისეულის განყოფილების გამგე, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი

კობა გაბაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტის წიაღისეულის მოძიებისა და მოპოვების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი

უჩა ზვიადაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ჰიდროგე-ოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი

თინათინ კუთხაშვილი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შპს „საქკურმინწყლების“ დირექტორი

ნოდარ ქაჯაია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის მარგი წიაღისეულის გეოლოგიისა და ძიების მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი

დავით შარიქაძე – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

თინათინ შენგელია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის გეოლოგიური ინფორმაციისა და აღრიცხვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი

მერაბ ჩალათაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის გეოლოგიური ინფორმაციისა და აღრიცხვის სამმართველოს უფროსი

ნანა ჯანჯღავა –  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის გეოლოგიური ინფორმაციისა და აღრიცხვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია