"საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
325
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-10-20
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-25
სარეგისტრაციო კოდი
470010000.10.003.016056
"საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №325

2010 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის №288 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №124, მუხლი 1809) შეტანილ იქნეს ცვლილება და   მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების გადანაწილება სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს სისტემაში არსებულ დაწესებულებებზე (საჭიროების გათვალისწინებით).“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                   ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია