„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
797
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-25
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.033.016023
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №797

2010 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებით (სსმ III,  13.11.09, №140, მუხლი 1614) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის:

1. მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას;“.

2. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახაზინო სამსახურის უფროსს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით.

4. სახაზინო სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია