საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №640
2009 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ორმხრივი დაცვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს შეთანხმება „საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ორმხრივი დაცვის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს ჩეხეთის რესპუბლიკას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.
მ. სააკაშვილი