ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
182
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-10-14
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-23
სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.10.003.000.316
ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №182

2005 წლის 14 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ზოგადი განათლების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის მიზნით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორ­მატივი განისაზღვროს 345 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის  2006 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №246-სსმIII, №173, 25.12.2006წ., მუხ. 2349

საქართველოს  მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №191-სსმIII, №128, 13.09.2007წ., მუხ.1404

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №246-სსმIII, №160, 15.11.2007წ., მუხ.1766

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №268-სსმIII, №2, 09.01.2009წ., მუხ.13

საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145

2. დამტკიცდეს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის განსაზღვრის შემდეგი კოეფიციენტები:

ა) ქალაქი – 1;

ბ) სოფელი/დაბა – 1,377;

გ) მაღალმთიანი დასახლებული პუნქტი – 1,638.

საქართველოს მთავრობის  2006 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №246-სსმIII, №173, 25.12.2006წ., მუხ. 2349

საქართველოს  მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №191-სსმIII, №128, 13.09.2007წ., მუხ.1404

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №268-სსმIII, №2, 09.01.2009წ., მუხ.13

საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145

21. ქალაქის საჯარო სკოლებისათვის პირველ 400 მოს­წავლეზე, ხოლო სოფლის/დაბის საჯარო სკოლებისათვის – პირ­ველ 200 მოსწავ­ლეზე დამ­ტკიცდეს ერთ მოსწავლეზე გათვლი­ლი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარ­ტუ­ლი ვაუჩერის განსაზღვრის შემდეგი კოეფიციენტები:

ა) ქალაქი – 1,203;

ბ) სოფელი/დაბა – 1,580.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №268-სსმIII, №2, 09.01.2009წ., მუხ.13

საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145

22. ქალაქის საჯარო სკოლებისათვის 400 მოსწავლეზე ზემოთ, ხოლო სოფლის/დაბის საჯარო სკოლებისათვის – 200 მოსწავ­ლეზე ზემოთ დამ­ტკიცდეს ერთ მოსწავლეზე გათვლი­ლი ფი­ნანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩე­რის გან­საზღვრის შემდეგი კოეფიციენტები:

ა) ქალაქი – 1,101;

ბ) სოფელი/დაბა – 1,464.

საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145

23. მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის საჯარო სკო­ლებისათვის დამ­ტკიცდეს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფი­ნანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის გან­­საზღვრის შემდეგი კოეფიციენტი:

მაღალმთიანი დასახლებული პუნქტი – 1,841.

საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145

3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესა­­ბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოს­წავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შე­სა­ბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:

ა) ქალაქის სკოლაში – 345 ლარი;

ბ) სოფლის/დაბის სკოლაში – 475 ლარი;

გ) მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სკოლაში – 565 ლარი.

საქართველოს მთავრობის  2006 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №246-სსმIII, №173, 25.12.2006წ., მუხ. 2349

საქართველოს  მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №191-სსმIII, №128, 13.09.2007წ., მუხ.1404

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №246-სსმIII, №160, 15.11.2007წ., მუხ.1766

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №268-სსმIII, №2, 09.01.2009წ., მუხ.13

საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145

31. ქალაქის საჯარო სკოლებისათვის პირველ 400 მოს­წავლეზე, ხო­ლო სოფლის/დაბის საჯარო სკოლებისათვის – პირველ 200 მოსწავლეზე ერთ მოს­წავლეზე გათ­ვლილი ფი­ნან­სური ნორმატივის შესაბა­მისი სტანდარტული ვაუ­ჩერი გა­ნისაზღვროს ერთ მოსწავ­ლე­ზე გათვლილი საბაზო ფინან­სუ­რი ნორმატივისა და შე­სა­ბამისი კოეფიციენტის ნამრავ­ლით და დამტკიცდეს შემ­დეგი ოდე­ნობით:

ა) ქალაქის საჯარო სკოლაში – 415 ლარი;

ბ) სოფლის/დაბის საჯარო სკოლაში – 545 ლარი.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №268-სსმIII, №2, 09.01.2009წ., მუხ.13

საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145

32. ქალაქის საჯარო სკოლებისათვის 400 მოსწავლეზე ზემოთ, ხოლო სოფლის/დაბის საჯარო სკოლებისათვის – 200 მოსწავ­ლეზე ზემოთ ერთ მოსწავლეზე გათ­ვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუ­ჩერი განისაზღ­ვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორ­მა­ტი­ვისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავ­ლით და დამ­ტკიც­დეს შემდეგი ოდენობით:

ა) ქალაქის საჯარო სკოლაში – 380 ლარი;

ბ) სოფლის/დაბის საჯარო სკოლაში – 505 ლარი.

საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145

33. მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის საჯარო სკო­ლებისათვის ერთ მოსწავლეზე გათ­ვლილი ფინანსური ნორ­მატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუ­ჩერი განისაზღ­ვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორ­მა­ტი­ვისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავ­ლით და დამ­ტკიცდეს შემდეგი ოდენობით:

მაღალმთიანი დასახლებული პუნქტი – 635 ლარი.

საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია), ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგინონ ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი გაზრდილი ვაუჩერის ოდენობა.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს მთავრობის  2006 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №246-სსმIII, №173, 25.12.2006წ., მუხ. 2349

2.საქართველოს  მთავრობის 2007 წლის 12 სექტემბრის დადგენილება №191-სსმIII, №128, 13.09.2007წ., მუხ.1404

3. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ნოემბრის დადგენილება №246-სსმIII, №160, 15.11.2007წ., მუხ.1766

4.საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №268-სსმIII, №2, 09.01.2009წ., მუხ.13

5.საქართ ველოს მთავრობის 2009 წლის 14 აგვისტოს დადგენილება №151-სსმIII, №103, 19.08.2009წ., მუხ.1145

6. ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკებრის დადგენილება №395 - სსმIII, №168, 24.12.2010 წ., მუხ.2403

 

 

კრებსითი — სრული ვერსია