,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
594
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-09-10
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-10
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.
,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №594

2009 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. განსაკუთრებულ შემთხვევებში იმ პირებზე, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ დებულების №2 დანართით, სამსახურებრივი პასპორტი გაიცემა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.“;

ბ) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

,,გ) საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თუ სამსახურებრივი პასპორტი გაცემულია ამ დებულების მე-2 მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია