საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №512
2009 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 ოქტომბრის №489 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ლიკვიდაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 ოქტომბრის №489 ბრძანებულებას (სსმ III, 2008 წ., №148, მუხ. 1469) დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„6. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული სსიპ – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების ვადა გაგრძელდეს 2009 წლის 1 ოქტომბრამდე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი