,,საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 ივლისის №304 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
509
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-08-12
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-14
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.08.
,,საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 ივლისის №304 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №509

2009 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 ივლისის №304  ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული  სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 ივლისის №304  ბრძანებულებით (სსმ III, 2000წ., №67, მუხ.604) დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ნუსხით განსაზღვრული ,,სპეციალური  შეიარაღება და ხელსაწყოები“ გრაფის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,სპეციალური  შეიარაღება და ხელსაწყოები

     

 ,,4. აირწინაღი.

შენიშვნა: აირწინაღი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ჩაითვლება არასამხედრო დანიშნულების მქონედ და შესაბამისი საწარმოს მიმართ არ განხორციელდება საიმპორტო კონტროლი, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი გარემოებები:

ა) საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მუშაკთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია, საწარმოსთვის შესაბამისი ოდენობის და სახეობის  აირწინაღის იმპორტი, რაც  დასტურდება საგანგებო  სიტუაციების მართვის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით;

ბ) იმპორტიორმა  საწარმომ წარმოადგინა წერილობითი ვალდებულება შემოტანილი საქონლის გაუვრცელებლობისა და  მისი რაიმე ფორმით სხვა პირზე განკარგვაზე უარის თქმის შესახებ (საბოლოო მოხმარების სერტიფიკატი)“.

 

 

 

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია