საქართველოს მთავრობის
დადგენილება №179
2005 წლის 14 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სენაკის აეროდრომით სარგებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს №124 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სენაკის აეროდრომით სარგებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს №124 დადგენილებაში (სსმ III, 05.08.2005 წელი, №92, მუხლი 1043) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გაეროს წარმომადგენელთა საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილების უზრუნველსაყოფად:
ა) ნება დაერთოს გაეროს წარმომადგენლობას ისარგებლოს სენაკის აეროდრომით 2006 წლის 1 იანვრამდე;
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი) დაიწყოს მოლაპარაკება გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელობასთან 2006 წლის 1 იანვრიდან წარმომადგენლობისათვის ალტერნატიული აეროდრომის შეთავაზების თაობაზე.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი