„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
503
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-08-11
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-14
სარეგისტრაციო კოდი
120.260.090.08.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №503

2009 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ

1. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მაგისტრალური მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 27 იანვრის №86 ბრძანებულება.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.

მ. სააკაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

 

პლანშეტი 1

1. საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური სამსახურებრივი (საველე) ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის წინაფრიანი ქუდი, მწვანე ფერის ქურთუკი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

2. ზამთრის ყოველდღიური სამსახურებრივი (საველე) ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის წინაფრიანი დათბილული ქუდი, მწვანე ფერის დათბილული ქურთუკი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

 

პლანშეტი 2

1. საგაზაფხულო-საშემდგომო ყოველდღიური სამსახურებრივი ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის წინაფრიანი ქუდი, მწვანე ფერის ჯემპრი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი საწვიმარი ფეხსაცმელი.

2. ზამთრის ყოველდღიური სამსახურებრივი (საველე) ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის ნაქსოვი ნიღაბი, მწვანე ფერის დათბილული ქურთუკი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

პლანშეტი 3

ზამთრის ყოველდღიური ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის დათბილული ქუდი (მწვანე ფერის ნაქსოვი ნიღაბი), კომუფლირებული (დამცავი ფერის) დათბილული ქურთუკი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

პლანშეტი 4

სამკლავური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი მწვანე ველზე, რომელსაც გარს არტყავს შავი კანტი. ფარს ქვევიდან ზევით კვეთს მწვანე ზოლი, რომელზედაც არის წარწერა: ინგლისური აბრევიატურა SPPD, მარჯვენა ზედა კუთხეში გამოსახულია გადაჯვარედინებული ხმლები, მარცხენა ქვედა კუთხეში – ხუთჯვრიანი კომპოზიცია.

სამკლავურის ზედა ნაწილში დამატებით შევრონზე გამოსახულია წარწერა: „შსს“.

კრებსითი — სრული ვერსია