,,დ. გვინდაძის, ჯ. ბაკურაძისა და რ. ნიკოლაიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
497
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-08-11
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-14
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.
,,დ. გვინდაძის, ჯ. ბაკურაძისა და რ. ნიკოლაიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №497

2009 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

დ. გვინდაძის, ჯ. ბაკურაძისა და რ. ნიკოლაიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

მიენიჭოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დიმიტრი გვინდაძეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილეს ჯამბულ ბაკურაძესა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს რამაზ ნიკოლაიშვილს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის „დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (საქართველო: ქვერეგიონალური საგზაო დერეფნის განვითარების პროგრამა)“ ტექსტის მიღების მიზნით.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია