„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის № 941 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
479
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-08-03
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-06
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის № 941 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №479

2009 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის  №941 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) დებულების № 1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“ ქვეპუნქტი:

„ხ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს.“;

ბ) დებულების № 2 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ ქვეპუნქტი:

„ც) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის არა უმეტეს 10 თანამშრომელს, კომისიის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი     

      

 

კრებსითი — სრული ვერსია