საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3660-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-10-12
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-20
სარეგისტრაციო კოდი
080020000.05.001.016029
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

 საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 12.11.2008, მუხ. 206) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის შესრულების ხელშეწყობის მიზნით ბიუროსთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი მხოლოდ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.“.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 12 ოქტომბერი.

№3660–IIს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია