საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №391
2009 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
„G11 ჯგუფის ქვეყნებს შორის ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ჩარჩო შეთანხმება „G11 ჯგუფის ქვეყნებს შორის ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს G11 ჯგუფის ქვეყნებს დიპლომატიური არხების მეშვეობით ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
მ. სააკაშვილი