„გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ გაერთიანებულ კონვენციასთან შეერთების თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
363
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-06-26
გამოქვეყნების თარიღი
2009-06-29
სარეგისტრაციო კოდი
300.380.010.08.
„გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ გაერთიანებულ კონვენციასთან შეერთების თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №363

2009 წლის 26 ივნისი

 ქ. თბილისი

„გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ გაერთიანებულ კონვენციასთან შეერთების თაობაზე

1. საქართველო შეუერთდეს ქ. ვენაში 1997 წლის 5 სექტემბრის გაერთიანებულ კონვენციას „გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციასთან შეერთების შესახებ;

ბ) შეატყობინოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორს (დეპოზიტარს) ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ კონვენციასთან შეერთებისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია