„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
318
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-06-12
გამოქვეყნების თარიღი
2009-06-19
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.08.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №318

2009 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. 308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს პრეზიდენტს – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის, დაქვემდებარებული ჯარების სახეობების სარდლებისა და სამშვიდობო ძალების უფროსების, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსის კანდიდატურებს და წინადადებებს მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია