„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
299
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-06-03
გამოქვეყნების თარიღი
2009-06-08
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.08.
„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №299

2009 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში (სსმ III, 2000 წ., №73, მუხ. 685) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებულ №2 დანართში სიტყვები – „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო“ – შეიცვალოს სიტყვებით: „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია