„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
161
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-08-23
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-01
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.545
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №161

2006 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლების/პანსიონატების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 12 ივლისის №585 ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №154, 2005 წელი, მუხლი 1714) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ძევრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი”;

ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია