"ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
311
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-10-13
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-19
სარეგისტრაციო კოდი
390050020.10.003.016042
"ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №311

2010 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის                     11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოსათვის მის მიერ წერილობითი თანხმობის მიცემის შემთხვევაში, ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს ხელი არ შეუშალოს სათბობ შეშაზე ადგილობრივი მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით სპეციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფასა და ამ ტყეკაფებზე ხე-ტყის დამზადება-გაცემაში;“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ხელი არ შეუშალოს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოებს სათბობ შეშაზე ადგილობრივი მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით სპეციალური ჭრის ტყეკაფების გამოყოფასა და ამ ტყეკაფებზე ხე-ტყის დამზადება-გაცემაში;“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

 

    

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია