„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 იანვრის №13 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
228
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-05-06
გამოქვეყნების თარიღი
2009-05-07
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.08.
„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 იანვრის №13 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №228

2009 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 იანვრის №13 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 იანვრის №13 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №6, მუხ. 54) დამტკიცებულ გეოგრაფიული ობიექტების სახელწო­დე­ბათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის დებუ­ლებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განიხილოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოთა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წინადადებები გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ;“;

ბ) მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ და სხვა სახის უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.“;

გ) მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა არანაკლებ ორი მესამედისა.

5. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულია, თუ მას მხარს უჭერს კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედისა. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენჭისყრით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია