„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
213
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-04-28
გამოქვეყნების თარიღი
2009-04-29
სარეგისტრაციო კოდი
010.320.040.08.
„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №213

2009 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1997 წ., კრებული № 6, გვ. 13) დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

     „მუხლი 81. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა კონკურსი და ატესტაცია

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თანამდებობაზე დასანიშნი მოსამსახურეების შერჩევა შეიძლება განხორციელდეს კონკურსის საფუძველზე.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა შეიძლება უზრუნველყონ მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარება.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია