„საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
189
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-04-15
გამოქვეყნების თარიღი
2009-04-21
სარეგისტრაციო კოდი
350.010.010.08.
„საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №189

2009 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის   №70 ბრძანებულებაში ცვლილების    შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1998 წ., №3, გვ. 47) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9.

საწარმოს, ორგანიზაციის ხელმძღვანელები ვალდებული არიან ბუღალტრული დოკუმენტები შეინახონ ექვსი წლის განმავლობაში. ბუღალტრული დოკუმენტების შემდგომი შენახვის ვადები განისაზღვრება დაწესებულებათა ტიპობრივი დოკუმენტების ნუსხისა და დოკუმენტების საუწყებო ნუსხების შესაბამისად.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია