„საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის №136 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
186
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-04-13
გამოქვეყნების თარიღი
2009-04-16
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.08.
„საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის №136 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №186

2009 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის №136 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის №136 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №25, მუხ. 305) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ პირებს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სწავლის პერიოდში დაუნიშნოს სახელმწიფო სტიპენდია და, აგრეთვე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურებითა და ჯანმრთელობის სამედიცინო დაზღვევით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია