"კასპის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-28
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.149.016017
"კასპის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2010 წლის 15 ოქტომბერი

ქ. კასპი

„კასპის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „კასპის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 სექტემბრის №16 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების სათაურსა და მთლიანად ტექსტში სიტყვები „მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით „მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                        დ. მესროფაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია