ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2010 წლის 15 ოქტომბერი
ქ. ბაღდათი
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტემბრის №23 დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ“ (სსმ V, 20.09.2010 წ., №27, მუხლი №751).
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. რობაქიძე