"ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის და დამატებების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-28
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.124.016005
"ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის და დამატებების თაობაზე

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2010 წლის 15 ოქტომბერი

ქ. ბაღდათი

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის და დამატებების თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №14 დადგენილებაში (სსმ V, 02.09.2010 წ., №20, მუხ. 547 გვ.236) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილებით დამტკიცებულ დაბულებაში დაემატოს პრეამბულა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად,“.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  გ. რობაქიძე

         

კრებსითი — სრული ვერსია