"ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
28
მიმღები ორგანო
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-10-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-28
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.124.016003
"ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2010 წლის 15 ოქტომბერი

ქ. ბაღდათი

 „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1.

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №10 დადგენილებაში (სსმ V, 02.09.2010 წ.,  №20, მუხ. 543) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილების მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

3. დადგენილების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) საკრებულოს თავმჯდომარე ხელს აწერს საკრებულოსა და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებს“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. რობაქიძე

 

    

    

კრებსითი — სრული ვერსია