„ძიუდოში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 ივლისის №358 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
131
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-03-18
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-19
სარეგისტრაციო კოდი
460.010.000.08.
„ძიუდოში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 ივლისის №358 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

460.010.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №131

2009 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„ძიუდოში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 ივლისის №358 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, „ძიუდოში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 ივლისის №358 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №99, მუხ. 1094) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას ძიუდოში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისია (შემდეგში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ნიკოლოზ რურუა          – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ასანიძე –           საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი გაბაშვილი – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

არჩილ გეგენავა –           საქართველოს პარლამენტის წევრი

გიორგი გოგუაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

ლევან დავითულიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე კვიტაშვილი      – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

გიორგი ლორთქიფანიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

დავით ნამგალაური – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე

გია ნაცვლიშვილი         – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

მიხეილ ნინუა – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

დილარ ხაბულიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი

ნიკოლოზ ხაჩირაშვილი – ქალაქ თბილისის ვიცე-მერი.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია