საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №234
2009 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
კ. ბაინდურაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს კახა ბაინდურაშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2006 წლის 15 სექტემბერს ხელმოწერილ სასესხო ხელშეკრულებაში (ქუთაისის წყალმომარაგების პროექტი) №2 ცვლილებების შეტანის შესახებ“ ხელშეკრულებას.
მ. სააკაშვილი