საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №204
2009 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
ვ. სიხარულიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის მინისტრს ვასილ სიხარულიძეს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებას.
მ. სააკაშვილი