„საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საფოსტო კავშირის, ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
105
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-03-10
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-11
სარეგისტრაციო კოდი
480.610.000.08.
„საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საფოსტო კავშირის, ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №105

2009 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საფოსტო კავშირის, ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. თბილისში 2009 წლის 20 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საფოსტო კავშირის, ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია