(ძალადაკარგულია - 23.01.2020, №54)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №172
2005 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოში ,,კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის“ ,,კიოტოს ოქმით“ გათვალისწინებული ,,სუფთა განვითარების მექანიზმის“ განხორციელების კოორდინაციის მიზნით საბჭოს შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში „სუფთა განვითარების მექანიზმის“ განხორციელების კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
ელგუჯა ხოკრიშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;
გიორგი სომხიშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
თეიმურაზ მურღულია – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს წევრი;
მარიამ ვალიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;
ნოდარ კერესელიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;
ირმა ქავთარაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;
გრიგოლ ლაზრიევი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამსახურის უფროსი, საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი;
თამარ შარაშიძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;
ნინო თხილავა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;
დავით შარიქაძე – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;
ნინო კვერნაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;
ქეთევან კორძახია – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის უფროსი, საბჭოს წევრი;
მარიამ გელაშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საბჭოს წევრი;
გიორგი ნოზაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საბჭოს წევრი;
მარიტა არაბიძე – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიების სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი;
ლამარა ბერიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის თვითმმართელობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, საბჭოს წევრი;
გიორგი აბულაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრის“ დირექტორი, საბჭოს წევრი.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №248-სსმIII, №176, 29.12.2006წ., მუხ.2383
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №169-სსმIII, №118, 21.08.2009წ., მუხ.1291
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №162-სსმIII, №109, 31.07.2008წ., მუხ.1205
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 31 მარტის დადგენილება №67-სსმIII, №41, 02.04.2009წ., მუხ.484
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 მაისის დადგენილება №203 - ვებგვერდი, 17.05.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრილის დადგენილება №2 79 – ვებგვერდი, 11 .04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის დადგენილება №585 - ვებგვერდი, 03.10.2014წ.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) უზრუნველყოს საბჭოს დებულების შემუშავება-დამტკიცება.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი