,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
84
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2009-03-04
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-15
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №84

2009 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:

ა) განახორციელოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს სააგენტოს დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელის (წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის) დანიშვნა.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოსათვის სათანადო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.ძალადაკარგულია-საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ივლისის ბრძანებულება №503-

სსმIII,№85,15.07.2010წ.,მუხ.1231

კრებსითი — სრული ვერსია